|
ბიჭი ჩიკორა
By EKA BAKRADZE
Rated "G" by the Author.
Last
edited: Saturday, June 13, 2009
Posted: Saturday, June 13, 2009
Share
Print
Save
Become a Fan
ბიჭი ჩიკორა/ეკა ბაქრაძე
ჩემი ცხოვრებაც ისე გაზღაპრდა,
როგორც იყო და არა იყო რა,
მეცა მყავს სახლში პატარა ბიჭი,
მაგისმა დარდმა გადამიყოლა.
დრო გავიდა და თან გაიყოლა,
იმ ჯადოსნური ზღაპრების ხონჩა,
უკან მომბღავის ხარი ნიკორა,
წინ, ჰორიზონტზე დიდი მზე მოჩანს.
გათავდა, მორჩა, ბედის გორგალმა,
იგორა, ვიდრე არ გატყდა ნავსი,
ახლა სახლში მყავს ბიჭი ჩიკორა
აცხადებული ოცნების მსგავსი.
დუმილის კათხა დაცარიელდა,
უიმედობის დასალიერთან
ნათლის ჩქერალით აივსო თასი,
მეცა მყავს სახლში პატარა ბიჭი,
აცხადებული ოცნების მსგავსი.
ვერცხლისწყალივით დაუდეგარი,
და ღობემძვრალა, ბიჭი ჩიკორა
ჩემი ცხოვრების აზრი ეგ არის
მაგისმა დარდმა გადამიყოლა.
ამ ჯადოსნური ზღაპრის გარეშე
არ ექნებოდა სიცოცხლეს ფასი.
მეცა მყავს სახლში პატარა ბიჭი
აცხადებული ოცნების მსგავსი.
ეკა ბაქრაძე
|