"თუ მომიშინაურებ, ჩვენ საჭირონი გავხდებით ერთმანეთისთვის. შენ ერთადერთი იქნები ამქვეყნად ჩემთვის და მეც ერთადერთი ვიქნები შენთვის"...
"შეჩერდით ერთ ხანს. სწორედ ამ ვარსკვლავის ქვეშ, და ყმაწვილი თუ დაინახოთ, რომელიც იცინის, შეკითხვაზე პასუხს არ იძლევა და ოქროსფერი თმა აქვს, უთუოდ მიხვდებით, ვინც არის იგი. და თუ ეს მოხდა, გთხოვთ მანუგეშოთ - შემატყობინოთ, რომ იგი დაბრუნდა".
პატარა უფლისწულის წაკითხვის შემდეგ
შვილს გიორგის
ქუჩაში,ქალაქში,
მტვერსა და ტალახში
დავბრუნდი...
არ ვიცი საიდან მოვედი..
სად გაუჩინარდა ის ასტეროიდი,
აქ ვინ მომიყვანა?!
-ანდა ეს ქვეყანა
რასა ჰგავს მითხარით,
ეგება ამიხსნათ!!!
ამდენი ცოდვილი
ვინ უნდა დაიხსნას?!
-ხელები ჩასჭიდეთ კაცებო ერთმანეთს!
პატარა პრინცივით თავზე არ დამესხას...
ის გველი, ღმერთმანი, კიდევ თუ დამგესლავს:
ცას თვალზე ვარსკვლავი ცრემლივით მოსწყდება...
დაცარიელდება სამყარო სრულად...
რადგანაც სიცოცხლე -
ნათლის ჩქერალებით დაღვრილ ვარსკვლავებად მოსული სულია.
რომ მოვშინაურდე
და გველის ნაკბენი
დიდი ხნის ნატკენი
გულივით მომირჩეს-
მოდით ჩემს სახსოვრად
დახატეთ ბატკანი!!!
ჩაკეტეთ ყუთში და
სანთლები აანთეთ!!!
უდაბნოს ქვიშაში პაწაწა მარცვალი გაბრწყინდა!
შეხედე, მზესავით ანათებს!!!
-რას ჩასჩერებიხართ ამდენ ხანს ქაღალდებს
-დახატეთ კაცებო!!! ბატკანი დახატეთ!!!
რომ მარადიული წამივით დახანდეს სინათლე!!!
სულში რომ არ შემოგვაღამდეს...
ანგელოზის პირით უფალი ღაღადებს!!!
დახატეთ კაცებო, ბატკანი დახატეთ!!!
დაიქცა ქვეყანა...
-კაცებო რას შვებით!!!
ჩვენ მაინც დაგვინდეთ უმწეო ბავშვები...
-შეჩერდით-ხომ ხედავთ ცეცხლს ეთამაშებით,
-რას შვებით კაცებო
-კაცებო რას შვებით!!!
მომიშინაურდით!!!
დახატეთ ბატკანი!!!
კაცებო!!!
ხატებთან სანთლები აანთეთ!!!
უდაბნოს ქვიშაში პაწაწა მარცვალი გაბრწყინდა!!!
შეხედე, მზესავით ანათებს!!!
A Collection of Voices from Around the World is more than just a poetry compilation. It is a partnership of poets from around the globe brought together by an internet poetry forum. That forum, poetrypages.com, has been the home of many a fine poet s
NOW AVAILABLE!
This book is a limited edition, and copies are hand numbered. It will NOT be available through Amazon or other distributors. You must purchase it directly from the author or from this site. It is hard-back (not the spiral bind seen
“The woman or man who is a poet, or fiction writer, or playwright, or all of these, is engaged constantly in a jazz ballet of vocabularies, passions, genders, histories, perspectives, death, love, and life. The music of revelation announces itself to