ღრუბლების სევდა შემოგეპარა
კავკასიონის მთაო ბებერო,
გახსენი შუბლი, რომ მოგეახლო,
გულში ჩაგიკრა და მოგეფერო.
მეტი რა გითხრა, რით გაგახარო,
კავკასიონიოს მთაო მაღალო!..
მოვერცხლისფერო მთვარის ელფერი
და მწვერვალების სიდარბაისლე
ისე გშვენის და ისე შეგფერის,
როცა ღიმილით უბეს აივსებ...
გეკურთხოს ზეცა! ყოველ ცისმარე
აგევსოს სული ნათლის ემბაზით!
ერთი სიცოცხლე როგორ იკმარე?_
კავკასიონის მთავ ბუმბერაზო...
ერთი სულისთქმა ვით ამყოფინე
მირიად რამეს, ჩრდილებად დაღვრილს,
შარავანდედი თავს დაგფოფინებს,
ვიცი, მწვერვალთა სიმაღლე დაგღლის...
კავკასიონის მთაო ძლიერო,
სალი კლდესავით გაუტეხელო,
უფაქიზესი სულისმიერო,
კავკასიონის ქედის ტოლფერო,
მომეცი ნება, რომ მოგეახლო,
გულში ჩაგიკრა და მოგეფერო!!!
2005წ.
Action-packed adventure that will keep you turning the pages.
When an explosion on board Transcon's flight Three-Seven disables their flight control systems, it's up to a group of "Angels" to save the passengers and crew from crashing into
Perry Conners, Arizona tycoon and soon-to-be politician, can't sleep or make love anymore, and he's losing all sense of reality. Is it the Devil's fault?